კაჰრამანმარაშის პროვინციაში, დულკადიროღლუს რაიონში მიწისძვრიდან 198 საათის შემდეგ ორი ძმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
დღეს დილით, ათობით მაშველის ძალისხმევის შედეგად, 17 წლის მუჰამედ ენეს იენინარის და მისი უფროსი ძმის – 21 წლის ბაკი იენინარის ამოყვანა მოხერხდა.
ძმები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.