თურქეთში ათობით ათას შენობას დაანგრევენ

მიწისძვრის შედეგად თურქეთის 10 პროვინციაში, სულ მცირე, 41 000 შენობა განადგურდა ან ავარიულ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, მურათ ქურუმმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დაზარალებულ 10 პროვინციაში გამოვავლინეთ 41 791 შენობა, რომელიც უკვე დაინგრა ან სასწრაფოდ უნდა დაინგრეს, ან ავარიულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ათივე პროვინციაში შენობების სრული შეფასება ერთ კვირაში დასრულდება.

მინისტრი ვარაუდობს, რომ სამშენებლო სამუშაოები თებერვლის ბოლომდე უკვე დაიწყება.

6 თებერვალს თურქეთში მომხდარი 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 31 ათასი ადამიანია დაღუპული. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები