დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო ცხოვრების საშუალებები გამოვიყენოთ

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო ცხოვრების საშუალებები გამოვიყენოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები სასარგებლოა არა მხოლოდ „ხალხის ძალისთვის“, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, დამოუკიდებელი დეპუტატების სახით, რომელთაც დატოვეს პარტია.

„ჩვენ დავარეგისტრირეთ პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო ცხოვრების საშუალებები გამოვიყენოთ. მაგალითად, გვქონდეს გამოსვლის დრო, ისევე, როგორც ფრაქციას აქვს. ასევე, გვქონდეს ის საპარლამენტო-საშტატო შემადგენლობაც, ექსპერტების სახით თუ სხვა დარგობრივი მიმართულებით, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ წარმომადგენლობას ხელს შეუწყობს, რომ უფრო ეფექტური იყოს. ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი შევთავაზეთ – ვაწარმოებთ ღია პოლიტიკას. მანამდე, საჯარო პოლიტიკა კულისებმა ჩაანაცვლა და როცა ეს კულისები გავხსენით, იქ ცუდი რამ ხდებოდა. მაშინ თითქოს უსაფუძვლო იყო ჩვენი საუბარი ომზე, მაგრამ შემდეგ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებისგან, დასავლეთიდან, ზოგჯერ კონგრესიდან, უკრაინის მხრიდან იმდენი მტკიცებულება მივიღეთ, რომ ეს უკვე აშკარა გახდა. ინფორმაციის ღიად გამოტანამ საზოგადოებას საშუალება მისცა, ვითარება სწორად შეეფასებინა და დღეს ომისგან დამზღვევი არა მხოლოდ „ხალხის ძალა“, არამედ უკვე – თვითონ საზოგადოებაცაა. ძალიან ბევრ მცდელობას შიგნიდან თუ გარედან საზოგადოება ისე მყარად აზღვევს, რომ მას ქვეყნის ბედი აშკარად ხელში უჭირავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები