სტამბოლთან მარმარილოს ზღვამ 15-20 მეტრით უკან დაიწია
სტამბოლის მახლობლად მარმარილოს ზღვამ მოულოდნელად 15-20 მეტრით უკან დაიწია.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოვლენა ავჯილარის რაიონში მოხდა.
კანდილის ობსერვატორიის მეცნიერების თქმით, აღნიშნული მიწისძვრას არ უკავშირდება, არამედ არის მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც გამოწვეულია წნევის ვარდნით.