მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

First responders on scene at Michigan State University in East Lansing, Mich., Monday, Feb. 13, 2023. Md7 7456

მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, 5 დაშავდა.

რაც შეეხება მსროლელს – როგორც პოლიციაში განაცხადეს, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ის უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ იპოვეს.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა – ის შავკანიანი მამაკაცია.

“კამპუსში ყველა აქტივობა 48 საათით არის გაუქმებული, მათ შორის, სპორტი, სწავლა. გთხოვთ, ხვალ კამპუსში არ გამოცხადდეთ”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში Twitter-ში.

პრესკონფერენციაზე პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამივე დაღუპული კამპუსის სხვადასხვა ლოკაციაზე იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები