თურქეთში, მიწისძვრიდან 183 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 10 წლის გოგო ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში, მიწისძვრიდან მეშვიდე დღეს, მაშველებმა 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კაჰრამანმარასში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 183 საათი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთში 7,8 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ქვეყანაში 31 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები