საფრანგეთი და კანადა ბელარუსში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროები თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

„მოერიდეთ ბელორუსიაში ყოველგვარ მოგზაურობას ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის გამო“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები მიიჩნევენ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე მათი ქვეყნის მოქალაქეები შესაძლოა, დაკავებისა და იძულებითი მობილიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი, ქვეყანამ „მობილიზაციას დაქვემდებარების“ საფრთხე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები