BBC: რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ ქალაქს „ჩვენი ციხესიმაგრე“ უწოდა. რუსული ძალები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ბახმუტის ხელში ჩაგდებას. ახლა კი, მათ თავდასხმა გააძლიერეს, – ამის შესახებ სტატიას სათაურით „რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ“ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ზოგიერთ უბანში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული ძალები ტემპერატურისა და საბრძოლო მასალის შემცირების მიუხედავად ქალაქს მაინც ინარჩუნებენ.

„ყველა სახის საბრძოლო მასალის დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების. ჩვენ ასევე გვჭირდება დაშიფრული საკომუნიკაციო მოწყობილობები დასავლელი მოკავშირეებისგან და ზოგიერთი ჯავშანტრანსპორტიორი ჯარების გადასაადგილებლად. მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ… ამ ომის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის ის, თუ როგორ ვიბრძოლოთ შეზღუდული რესურსებით“, – აცხადებს უკრაინელი ოფიცერი BBC-სთან საუბარში.

როგორც დასავლური გამოცემა აღნიშნავს, რუსული ძალები ნელ-ნელა ბახმუტში მაგრდებიან.

„აქ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ბრძოლებს ჰქონდა ადგილი. ახლა კი რუსული ძალები მაგრდებიან ნელ-ნელა. მოსკოვს ახლა ქმედითი კონტროლი აქვს ქალაქის ორივე მთავარ გზაზე. ახლა [ისინი] ნელ-ნელა იმარჯვებენ. მათ მეტი რესურსი აქვთ, ასე რომ, თუ გრძელვადიან თამაშს ითამაშებენ, მოიგებენ. ვერ ვიტყვი, რამდენი ხანი დასჭირდება ამას“, – განუცხადა BBC-ის 93-ე მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები