ლუგანსკში სეპარატისტებმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ლუგანსკში სეპარატისტებმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერი ადასტურებს. უცნობია, გადარჩა თუ არა თავდასხმის შემდეგ მფრინავი. ამ დროისთვის კვლავ ორმხრივი სროლაა ლუგანსკსა და დონეცკში. კიევში ამბობენ, რომ პრორუსი სეპარატისტების ნაწილი ალყაში ჰყავთ მოქცეული. გასული 24 საათის განმავლობაში 32 მშვიდობიანი მოქალაქე და 9 მებრძოლი მოკლეს.
ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთი ამ დრომდე არ შესულა. წითელი ჯვრის კომიტეტი უსაფრთხოების გარანტიებს ელის.
პარალელურად, ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ემზადება. პეტრო პოროშენკო პარტია „ბატკივშინას“ წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რატიფიცირება სექტემბერში შედგება.