მიწისძვრასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის თურქეთში უკვე 14 პირი დააკავეს

თურქეთში პოლიციამ მიწისძვრასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის უკვე 14 პირი დააკავა.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სოციალური ქსელების 475 ანგარიშებია იდენტიფიცირებული, რომლებიც “პროვოკაციული შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაში იყო ჩართული“, რომლის მიზანიც “მოსახლეობაში პანიკის დათესვა იყო”.

მათი მონაცემები გადაეცა შესაბამის განყოფილებებს და, გენერალური პროკურატურის დავალებით, დაკითხვაზე დაბარებული 56 პირიდან 14 დაკავებულია.

გარდა ამისა, ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ გამოავლინეს 41 ყალბი ანგარიში, რომლებიც სახელმწიფო უწყებების სახელს იყენებდნენ და მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები