ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ალმა-ათიდან 614 კილომეტრის დაშორებით, ჩინეთის ტერიტორიაზე, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.