შვედეთში, Covid-19​-ის წინააღმდეგ ვაქცინაციისადმი ინტერესის შემცირების გამო, ვაქცინის 8,5 მილიონი დოზის განადგურება მოუწიათ

შვედეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, დაახლოებით, 8,5 მილიონი დოზის განადგურება მოუწიათ, რაც იმუნიზაციისთვის შესყიდული რაოდენობის თითქმის მეხუთედია.

ამის შესახებ Sveriges Radio ქვეყნის ვაქცინაციის საკითხთა ყოფილ კოორდინატორზე, რიჩარდ ბეგსტრომზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ მოსახლეობაში რევაქცინაციისადმი ინტერესი შემცირდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე პერიოდი გამოიარა.

„ყველაზე დიდი მოცულობები არის დოზები, რომელთა მიმართ ხალხს ინტერესი არ გამოუჩენია, ანუ მესამე, მეოთხე ან მეხუთე ბუსტერ დოზები. წინასწარ იყო შეძენილი და ახლა მათი განადგურება გახდა საჭირო”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომის დასაწყისში შვედეთმა უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო, ​Pfizer/BioNTech ვაქცინის 500 000-ზე მეტი დოზა გადასცა, რომელიც “ომიკრონის” შტამზეა ადაპტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები