გაზიანთეფში, მიწისძვრიდან 170 საათის შემდეგ, მაშველებმა 40 წლის სიბელ ქაია ცოცხალი ამოიყვანეს.
მედია წერს, რომ ქალი 5- სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ბეტონის ფილებით იყო ბლოკირებული.
ქალს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემით, 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 29 600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.