აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
რუსეთში მყოფმა, აშშ-ის მოქალაქეებმა ქვეყანა სასწრაფოდ უნდა დატოვონ, რადგან არსებობს მობილიზაციას დაქვემდებარების საფრთხე.
ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, უარი თქვას აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე, ამერიკის მოქალაქეებს საკონსულო დახმარების უფლება ჩამოართვას, „მობილიზაციას დაექვემდებაროს“ და რუსეთის დატოვებაში ხელი შეუშალოს.
„თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ ზომები. აშშ-ის საელჩოს აქვს სერიოზული შეზღუდვები აშშ-ის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლაში დასახმარებლად, ტრანსპორტირების შესაძლებლობებიც მოულოდნელად, შესაძლოა, კიდევ უფრო შეიზღუდოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საელჩო ასევე ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, „მოერიდონ ყოველგვარ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს და ასეთ ღონისძიებებზე არ გადაუღონ ფოტო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს”.
უკანასკნელად, აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ 2022 წლის 21 სექტემბერს, გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ მოუწოდებდა.