ისრაელის სამაშველო ჯგუფმა თურქეთი საგანგებოდ დატოვა
თურქეთში 6-დღიანი ყოფნის შემდეგ, ისრაელის სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა – United Hatzalah-მა ქვეყანა დატოვა. ამის მიზეზია “უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე”.
United Hatzalah-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელი პოლაკმა და ოპერაციების ვიცპრეზიდენტმა – დოვ მაიზელმა განაცხადეს, რომ მიიღეს ინფორმაცია “ისრაელის დელეგაციისთვის კონკრეტული და გარდაუვალი საფრთხის შესახებ, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ”.
“ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდის გაგზავნა თურქეთის იმ რაიონში, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს არის, გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მისიისთვის საფრთხის შესამცირებლად აუცილებელი ნაბიჯები გადავდგით”, – თქვა მაიზერმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება “ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთობლივად, სიტუაციის შეფასების შემდეგ იყო მიღებული”.
ადგილზე ისრაელის მეორე სამაშველო ჯგუფი – IsraAid რჩება.