თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 ათასს გადააჭარბა.
კერძოდ, თურქეთში სტიქიურ უბედურებას უკვე 29 605 ათასი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ გვიან ღამით ქვეყნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში განაცხადეს.
დილით ინფორმაცია ჯერ არ განახლებულა.
რაც შეეხება სირიას, აქ 4574 დადასტურებული გარდაცვალებაა.
აქედან 3160-ზე მეტი დაღუპულია მეამბოხეთა ტერიტორიაზე, ხოლო ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1414 გარდაცვლილია.