ალექსი პეტრიაშვილმა შვედეთის ელჩთან საქართველოში შეხვედრა გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დიანა იანსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა დიანა იანსეს საქართველო-შვედეთის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.