ალბანეთში, კორუფციაში ბრალდების გამო, მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია ჩატარდა

ოპოზიციის ათასობით მომხრე შაბათს ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ გამოვიდა და ედი რამას მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდა. ისინი მაღალ ფასებსაც აპროტესტებდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერი სალი ბერიშეი, რომელმაც სამთავრობო ოფისის შესასვლელში ასაფეთქებლები ისროლა, სადაც ასობით პოლიციელი და სპეცდანადგარები შენობის შესასვლელს ბლოკავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები