NATO-ს გენერალურ მდივანს, თავისი უფლებამოსილებების გახანგრძლივება არ სურს
„მას არ სურს ბრძოლა თავისი მანდატის გახანგრძლივებისთვის“, – განაცხადა ლუნგესკუმ.
სტოლტენბერგის მანდატი უკვე სამჯერ გახანგრძლივდა, ის თავის თანამდებობას დაახლოებით ცხრა წელი იკავებდა.
ბოლო დროს ხშირად ახსენებდნენ, რომ 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე შესაძლოა კვლავ გაგრძელებულიყო.