ტრიუდო: კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი კანადის თავზე ჩამოაგდეს
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო იტყობინება, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი იქნა ჩამოგდებული. აღნიშნულის შესახებ ტრიუდო “Twitter”-ზე წერს.
„მე ამოუცნობი ობიექტის ჩამოგდების ბრძანება გავეცი, რომელმაც კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია“,- წერს ტრიუდო.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა.
„მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. კანადის შეიარაღებული ძალები ობიექტის ნამსხვრევებს გააანალიზებენ“, – წერს ტრიუდო.
I ordered the take down of an unidentified object that violated Canadian airspace. @NORADCommand shot down the object over the Yukon. Canadian and U.S. aircraft were scrambled, and a U.S. F-22 successfully fired at the object.
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) February 11, 2023