თურქეთში მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი 70 წლის ქალი გადაარჩინეს

თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს. ინფორმაციას CNN  ავრცელებს .

მედიის ცნობით, ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რეგიონში დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთში სირიის საზღვართან 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა. სამძებრო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები