თეთრი სახლი: რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გაზაფხულზე გეგმავს

რუსეთი ზამთრის პერიოდს იყენებს პირადი შემადგენლობის შესავსებად და ახალი იარაღით დაკომპლექტებისთვის, რომ გაზაფხულზე უკრაინაზე თავდასხმა განაახლოს. აღნიშნულის შესახებ „თეთრი სახლის“ ეროვნული უსაფრთხოების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი დონბასზე შეტევას აგრძელებს. საბრძოლო მოქმედებები ასევე ნარჩუნდება ბახმუტის ტერიტორიაზე“ -თქვა მან.

კირბიმ აშშ-ის შეფასებები გააჟღერა. „თეთრ სახლში“ ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზამთრის პერიოდს იყენებს, რომ შეავსოს მარაგები, მიიღოს ახალი შეიარაღება და განაახლოს შეტევითი ძალები.

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მ და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა უკანასკნელი კვირების მანძილზე გაზარდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მისი თქმით, როდესაც ამინდი გამოსწორდება ბრძოლა გაცილებით სასტიკი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები