აშშ-მა თურქეთის დასახმარებლად ავიამზიდი გაგზავნა
აშშ-მა ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება, თურქეთისკენ გაგზავნა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდირების მიზნით. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„სუპერ ავიამზიდი თურქეთისკენ მიემართება, რომ დაეხმაროს მასშტაბურ აღმდგენ სამუშაოებში, თუკი თურქეთის ოფიციალური პირები დამატებით დახმარებას მოითხოვენ“, – აცხადებს პატრიკ რაიდერი.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინა აშშ-მ თურქეთს მაშველთა ჯგუფები, სატვირთო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაუგზავნა.
„ჩვენ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ თხოვნას ვუპასუხოთ და დავეხმაროთ“, – განაცხადა მან.
მომდევნო კვირაში თურქეთში კატასტროფასთან გამკლავების მიზნით დამატებითი ამერიკული ჯგუფები ჩავლენ.