ჯეიმს ბონდის ტრიუკის განმეორების მცდელობის გამო, მეპარაშუტე სიკვდილს გადაურჩა (ვიდეო)
ამერიკელი პროფესიონალმა მეპარაშუტე ჰოტ ოდვეიმ ჯეიმს ბონდის ნახტომის განმეორება გადაწყვიტა. “შპიონი, რომელსაც ვუყვარდი”, – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც ეკრანებზე 1977 წლიდან გამოვიდა და სადაც სახიფათო ტრიუკია ასახული. ბონდი შვეიცარიაში, ლაუთერბრუნენის კლიდან ხდება, რამდენიმე წუთის განმავლობაში ის თავისუფლად ფრინავს, შემდეგ კი, პარაშუტს ხსნის. ეს ძალიან საინტერესო და ლამაზი სცენაა. სამწუხაროდ, ამერიკელ მეპარაშუტეს ამ ტრიუკის შესრულება აგენტი 007-ის მსგავსად წარმატებულად არ გამოუვიდა. “Mirror”-ის ცნობით, ცნობილი კინოსცენის განმეორებისას, ოდვეი კლდის წვერზე დადგა (ზუსტად იქ, სადაც ფილმში აგენტი იდგა) და სიმაღლიდან მთელი ძალით გადახტა. არსებობდა დიდი საფრთხე იმისა, რომ სპორტსმენი დამტვრეულიყო, თუმცა, რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ, მან პარაშუტის გახსნა მოასწრო. “ყველაფერი არც ისე წარმატებით დასრულდა, თუმცა მთავარია ოდვეი გადარჩა”, – წერს “Mirror”.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Gvv2lv2s_gM” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9jxAp0XrSAE” width=”560″ height=”315″]