„მსოფლიოს ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ – ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება

20 თებერვალს, 21:30 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ორგანიზებით,  საქველმოქმედო საღამო – „მსოფლიოს ვარსკვლავები ბავშვებისთვის“  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოს ვარსკვლავები: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო – სოპრანო („ოსკარის“ ნომინანტი), გია გაგნიძე – ბარიტონი, ლადო ათანელი – ბარიტონი, ნინო სურგულაძე –  მეცო-სოპრანო; ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და გორის ბავშვთა გუნდი.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ: მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური სტუმარი მაესტრო ჯუზეპე საბატინი;  თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები