ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – გაშვებულია, სულ მცირე, 17 რაკეტა
უკრაინაში გვიან ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, რომ ერთი საათის განმავლობაში ქალაქში 17 რაკეტა ჩამოვარდა.
მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამ დროისთვის, საჰაერო თავდასხმის განგაში ყველა რაიონში გაუქმებულია.