კომპანია Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე დონალდ ტრამპის ანგარიშები აღადგინა
კომპანია Meta-ს პლატფორმამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ექსპრეზიდენტს აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ შეეზღუდა, რაც ტრამპის მომხრეების მხრიდან კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმით იყო გამოწვეული.
როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, ტრამპის განცხადებებს შესაძლოა, მომხმარებლების ძალადობისკენ წახალისება გამოეწვია.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს Instagram-ზე 23 მილიონი, ხოლო Facebook-ზე 34 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.