„სალაყაია ჯერ მოწმედ იკითხება, ბრალს პირდაპირ ხომ არ წაუყენებენ“?

იმაზე სასაცილო რა უნდა იყოს, რომ ამბობენ, ვანო პოლიტიკური დევნილიაო – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. გურამ გირგვლიანი ვანო მერაბიშვილის მეუღლეზე – თაკო სალაყაიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სალაყაია ადრე თუ გვიან ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება. “შევადაროთ თაკო სალაყაიასა და ირინა ენუქიძის სამართალი და ხალხმა განსაჯოს. იმაზე სასაცილო რა უნდა იყოს, რომ ამბობენ, ვანო პოლიტიკური დევნილიაო. ესენი ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. მე ერთი რამ ვიცი, რომ შვილი მომიკლეს!.. სანდროს შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა. სალაყაიას მეთოდები დიდი ხანია ცნობილია არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც. დღეს ვიღაცამ უთხრა, გამოჩნდიო და ამიტომ წივის და კივის, ალბათ ქმარმაც უთხრა, ცუდადაა ჩემი საქმე, დამიდექი გვერდით, ამოიღე ხმაო… სალაყაია ჯერ მოწმედ იკითხება, ბრალს პირდაპირ ხომ არ წაუყენებენ? ან ხომ არ იტყვის, მე ვიყავი ამბის თავიდათავიო. როგორ გადაიქცევა ეს მოწმე ბრალდებულად, ამას ალბათ დავინახავთ. მარტო ეგ კი არა, იმ სუფრის ყველა წევრი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება… დღეს თუ ხელისუფლება შეიცვალა, ამაში პატარა წვლილი ირინასაც მიუძღვის. ირინას რომ არ ამოეღო ხმა, ეს ამბავი ისე ჩაივლიდა, კაცი ვერაფერს გაიგებდა, ამან გამოაფხიზლა საზოგადოება“,- განაცხადა გურამ გირგვლიანმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები