უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი აუდიტის საფუძველზე პასუხისგებაში მისცეს
გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელს პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მათგან 497 თანამდებობის პირს მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობა – 124 თანამდებობის პირს.
შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გადაეცა.
„ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი – ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვევის მიმართ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პირს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, – განაცხადა მინისტრმა.