პრემიერის ინიცირებული პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




