ირაკლი ქადაგიშვილი: საეჭვო წარმოშობის ფული ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას

“საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება. ფული, რომელიც საერთოდ საეჭვო წარმოშობის არის, ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი კონტექსტით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლობიზმს ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს.

„ეს ფული იხარჯება ლობიზმში, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ამიტომ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება. გვეუბნებიან, რომ ეს არის ჰუმანური ნაბიჯი, რათა სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან. ამ ლობიზმს საქართველოსთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს, სხვა მხრივ არ მუშაობს, რადგან ქართული საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ გააჩნია, სურათი სრულად არის ნაჩვენები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები