შალვა პაპუაშვილმა თურქეთის ელჩს პირადად მიუსამძიმრა და საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის საკონსულოში მივიდა. შალვა პაპუაშვილმა თურქეთის ელჩს პირადად მიუსამძიმრა და საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„თურქეთის ხალხის გვერდში ვდგავართ და ყველანაირად მზად ვართ, დავეხმაროთ ამ მძიმე წუთებში. საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. ჩვენ მიერ შეძენილ ტვირთს საელჩოს ხვალ მივაწვდით და შემდეგ ის თურქეთში გაიგზავნება. გარდა ამისა, იცით, რომ საქართველო თურქეთს ფიზიკურადაც ეხმარება. ჩვენი მაშველები უკვე თურქეთში არიან და მონაწილეობას იღებენ მიწისძვრის შედეგად დამდგარი ზიანის აღმოფხვრაში. როდესაც საქართველოს უჭირდა, ყოველთვის გრძნობდა თურქეთის დახმარებას და ეს ჩვენი მეგობრობის ნაწილია, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენს თურქ მეგობრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველიგააგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები