შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჯიბრებაში ჩართვას არ აპირებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, ზოგიერთ ქვეყანას შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მიმდინარე საჯარო შეჯიბრება გააკრიტიკა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ზიანს აყენებს.
„ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია. რაც ზიანს აყენებს ჩვენს ერთიანობას, არის საჯარო შეჯიბრება, რომ გავუსწროთ ერთმანეთს: საბრძოლო ტანკები, წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები – ვინ ითხოვს მეტს? უკრაინა ევროპას ეკუთვნის, მისი მომავალი ევროკავშირშია და ეს დაპირება სრულდება. პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს – ვერც ბრძოლის ველზე და ვერც ნაკარნახევი მშვიდობის გზით. ეს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულია ომის ერთი წლის შემდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.