პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებული შესაძლო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა და პროცედურული საკითხის დახვეწა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, რიმა ბერაძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარი 83 ხმით დაუჭირეს.
მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე პაატა კვიჟინაძემ ცვლილებების საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავს 3 ვიცე-პრეზიდენტი. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა. მომხსენებლის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა პირველი ვიცე პრეზიდენტი, სამი ვიცე პრეზიდენტი და სხვა წევრები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.
„კომიტეტზე მსჯელობის შემდეგ გამოიკვეთა საკითხი, რომ არ გაზრდილიყო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა. დავთანხმდით, რომ დარჩება სამი ვიცე-პრეზიდენტი და მათგან ერთი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი”,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცვლილების სახით აისახება კანონპრო