მდინარაძე – პრეზიდენტს: მარტო „ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ესე იგი, რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი

მარტო „ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ესე იგი, რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

როგორც მდინარაძე ამბობს, გულწრფელად ურჩევს ზურაბიშვილს, აღარ იხუმროს.

„როდესაც პრეზიდენტი ამ ფორმით ამას აკეთებს, ყველაზე რბილად, რაც შემიძლია ვთქვა, შეიძლება იყოს ძალიან არაეთიკური. ეს ასეც გამოჩნდა. დასკვნები უნდა გამოიტანოს ხოლმე ასეთი ხუმრობის ავტორმა [ზურაბიშვილმა] იმის მიხედვით, ვის რა რეაქცია აქვს ამაზე. მარტო „ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ესე იგი, რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი. ამიტომ, სხვა დროს არ ვურჩევდი, ძალიან გულწრფელად”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები