გაზიანთეფში ნანგრევებიდან 4 თვის ჩვილი ცოცხლად ამოიყვანეს
მაშველებმა გაზიანთეფში ნანგრევებიდან 4 თვის ჩვილი, დურუ ცოცხლად ამოიყვანეს.
IHA წერს, რომ დურუ შეჰითქამილის ოლქის ათათურქის რაიონში ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 50 საათის შემდეგ იქნა ამოყვანილი.
მედია წერს, რომ მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ, რათა ბავშვის მშობლებს მიაგნონ.