სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლატვიის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენდიტე მედნესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და ხაზი გაუსვეს ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
გრიგოლ ლილუაშვილმა ენდიტე მედნეს საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.