სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩომ სტიქიით დაზარალებულებს 100 ათასი რუსული რუბლი, დაახლოებით 3 700 ლარი შესწირა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩომ სირიაში სტიქიით დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა.
როგორც ე.წ. ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ თქვა, სირიაში შეიქმნა ფონდი, რომელიც აგროვებს თანხებს დაზარალებულთა დასახმარებლად.
მისი თქმით, თვითონ ე.წ.საელჩომ ფონდს ათი მილიონი სირიული ლირა შესწირა, რაც 100 ათას რუბლზე მეტია (3,726 ლარი).
“ტანსაცმლითაც ვეხმარებით. ბევრი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ისინი ქვეყნის სასტუმროებში დააბინავეს”, – განაცხადა ხუტაბამ.