“კაჰრამანმარასში 941 შენობა მთლიანად ჩამოინგრა” – თურქეთის შს მინისტრი

თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში, რომელიც 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრია – 941 შენობა მთლიანად ჩამოინგრა.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

“სამძებრო-სამაშველო ჯგუფები თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან მორიგეობით მუშაობენ. კაჰრამანმარასში 941 შენობა, რომელთა იდენტიფიცირება მოვახერხეთ, მთლიანად არის დანგრეული. ყველა სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს ნანგრევებში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, რომ ისინი გადავარჩინოთ”, – თქვა სოილუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები