მაია ბითაძე: პოლიტიკური ძალისხმევა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან სრული ინტეგრაცია განვახორციელოთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე თავის გამოსვლაში შეეხო ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის მომზადდა და განაცხადა:

„ანგარიშში ჩვენ აშკარად ვნახეთ საქართველოს უპირატესობა სხვადასხვა სექტორში სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. ანგარიშის მეოთხე კლასტერში განხილულ საკითხებში, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ნაწილში, ხაზგასმულია ის, რომ საქართველოს ჰორიზონტალური კანონმდებლობა უკვე მომზადებულია, თუმცა გარკვეული ძალისხმევა არის გასაწევი სექტორული მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირებისთვის, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების მართვა, რეციკლირება და სეპარირება, ასევე სხვადასხვა მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია საწარმოო ემისიების მართვასთან. წყლის რესურსების დაცვასთან. ამასთან ანგარიშში მითითებულია, რომ მეტი პოლიტიკური ძალისხმევაა საჭირო და ამ პოლიტიკურ ძალისხმევაში იგულისხმება ოპოზიციური პარტიების ჩართულობაც, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირებაში, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც გვაახლოებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და კარს ხსნის ახალი ინვესტიციებისთვის, ვაჭრობისთვის და ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკური ძალისხმევა და პოლიტიკური საკითხების მაღალ დონეზე აწევა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმის, რომ ჩვენ სრული ინტეგრაცია განვახორციელოთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები