CDC: ჩინეთში Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდვითარება დასასრულს უახლოვდება

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების და მასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების თითქმის 90%-იანი ვარდნა ფიქსირდება.

აღნიშნულია, რომ ჩინეთში დაავადების პიკი იანვარში იყო.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის 1-ელი თებერვლის სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ 30 იანვარს ვირუსს 434 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 89.8%-ით ნაკლებია 4 იანვარს, პიკის დროს აღრიცხულ მდგომარეობასთან შედარებით.

ასევე, ჩინეთში 20-26 იანვრის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული 6 364 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც ორჯერ ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, აქაც მნიშვნელოვანი კლებაა – 30 იანვარს 14 ათასი შემთხვევა აღირიცხა – მაშინ, როდესაც 5 იანვარს  128 ათასი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები