ყველაზე მასშტაბური მიწისძვრები ისტორიაში

1693 წლის 11 იანვარს ვულკან ეტნას ამოფრქვევის შედეგად სიცილიაში მიწისძვრა მოხდა. მან მტვრად აქცია სამხრეთ იტალიის რამდენიმე ქალაქი, სიცილიასა და მალტაზე შენობების ნანგრევების ქვეშ 100 ათასი ადამიანი მოყვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი კიდევ უფრო მასშტაბური ყოფილა. წარმოგიდგენთ 6 მასშტაბურ მიწისძვრას, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ჩინეთის მიწისძვრა  – 830 ათასი ადამიანური მსხვერპლი

მიწისძვრას, რომელიც 1556 წელს მოხდა, ჩინეთის დიდ მიწისძვრას უწოდებენ. ეს მართლაც დამღუპველი იყო. სტიქიის ეპიცენტრი იყო მდინარე ვეის ხეობაში, შაანქსის პროვინციაში, ქალაქ ჰუაქსიანის, ვეინანისა და ჰუანინის მახლობლად. სამივე ქალაქი ნანგრევებად 8 წუთზე ნაკლებ დროში იქცა.

მიწისძვრის ეპიცენტრში 20-მეტრიანი ბზარები გაიხსნა. მიწისძვრამ ეპიცენტრიდან 500 კილომეტრით დაშორებული ტერიტორიებიც დააზიანა. მსხვერპლთა დიდი რაოდენობა განპირობებული იყო იმით, რომ პროვინციის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობდა კირქვის გამოქვაბულებში, რომლებიც ან ჩამოინგრა პირველი დარტყმის შემდეგ, ან ღვარცოფმა დატბორა.

„მთებმა და მდინარეებმა შეცვალეს ადგილი, დაინგრა გზები. ზოგან უეცრად დედამიწა ამაღლდა და ახალი ბორცვები გაჩნდა, ან პირიქით – ყოფილი ბორცვების ნაწილები მიწისქვეშ შევიდა. დაბლობზე, სხვა ადგილებში გამუდმებით ჩამოდიოდა ღვარცოფი, ან მიწა იბზარებოდა და ახალი ხევები ჩნდებოდა,“ – ასე აღწერენ მომხდარს.

ტანშანის მიწისძვრა – მსხვერპლი 800 ათასი ადამიანი

ჩინეთის ქალაქ ტანშანში მომხდარი მიწისძვრა ექსპერტებმა მე-20 საუკუნის უდიდეს სტიქიად აღიარეს. 1976 წლის 28 ივლისის დილას, 22 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა 8,2 ბალიანი დარტყმა, რამაც რამდენიმე წუთში 240-დან 800 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. შემდგომმა ბიძგებმა, 7-ბალიანი, ძალით მთლიანად გაანადგურა 6 მილიონი საცხოვრებელი კორპუსი.

The Great Tangshan Earthquake of 1976

ჩინეთის მთავრობა კვლავ უარს აცხადებს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელებაზე, რადგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში – 227 898 დაღუპული

 

ეს წყალქვეშა მიწისძვრა მოხდა ინდოეთის ოკეანეში 2004 წლის 26 დეკემბერს. მას ცუნამი მოჰყვა. სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია – ოკეანის ტალღებმა სანაპირო ზონიდან ათასობით ადამიანი გაიტაცა. გარდაცვლილები სამხრეთ აფრიკის პორტ ელიზაბეტშიც კი იპოვეს, ეპიცენტრიდან 6900 კილომეტრში.

დედამიწის ზედაპირმა 20-30 სანტიმეტრიანი რხევა განიცადა, რაც მზისა და მთვარის შედეგად მოქცევის ძალების ტოლფასია. დარტყმის ტალღამ მთელ პლანეტაზე გაიარა: აშშ-ს ოკლაჰომას შტატში 3-მილიმეტრიანი ვერტიკალური რხევები დაფიქსირდა.

მიწისძვრამ შეამცირა დღის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 2,68 მიკროწამით.

მიწისძვრა ჰაიტიზე –  222 570 დაღუპული

მიწისძვრა 2010 წლის 12 იანვარს რესპუბლიკის დედაქალაქის – პორტ-ო-პრენსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დარტყმის სიძლიერე, სხვადასხვა შეფასებით, არ აღემატებოდა 7 ქულას, მაგრამ მოსახლეობის უკიდურესმა სიმჭიდროვემ ამ მხარეში კოლოსალური მსხვერპლი გამოიწვია.

 

2010 Haiti Earthquake - HISTORY

მთავარ დარტყმას დაუყოვნებლივ მოჰყვა ბიძგები 5 ბალამდე, რამაც დაასრულა ნგრევა. დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი კორპუსი და თითქმის ყველა საავადმყოფო. დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. მიწისძვრამ გაანადგურა ქვეყნის დედაქალაქი, დაინგრა წყალმომარაგების სისტემა, შედეგად დაიწყო ეპიდემიები და ძარცვა.

სიცილიის მიწისძვრა – 100 ათასი დაღუპული

სიცილიის მიწისძვრა იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ის 1693 წლის 11 იანვარს მოხდა, ვულკანი ეტნას ამოფრქვევის შედეგად. უშუალოდ მიწისძვრისა და მის შედეგად გამოწვეული ღვარცოფების შედეგად 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ სიცილია სხვებზე მეტად დაზარალდა: აქ განადგურდა მრავალი არქიტექტურული ძეგლი. თითქმის მთლიანად დანგრეული ვალ დი ნოტოს მიდამოებში დაიბადა სწორედ გვიანი ბაროკოს ახალი არქიტექტურული სტილი, რომელიც ცნობილია როგორც “სიცილიური ბაროკო”. ამ სტილის მრავალი შენობა იუნესკოს ძეგლების დაცვის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები