რისთვის სჭირდება დიმიტრი მედვედევს საიდუმლო ექაუნთი ტვიტერზე?

რუსი ჰაკერების ჯგუფმა „შალტაი-ბალტაიმ“ , რომლებმაც 14 აგვისტოს დიმიტრი მედვედევს ტვიტერზე ოფიციალური გვერდი გაუტეხეს, საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია გააცნეს. ჰაკერების გავრცელებული ცნობის თანახმად, ტვიტერზე არსებული ექაუნთი (twitter.com/Petroff1970) რუსეთის პრემიერის საიდუმლო გვერდს წარმოადგენს.
როგორც აღმოჩნდა, მედევედევს ოფიციალური გვერდების გარდა აღნიშნული ექაუნთით გამოწერილი აქვს თინა კანდელაკის, ალექსეი ნავალნის, არკადი დვორკოვიჩის, ალექსეი კუდრინის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი როგოზინის, ვლადიმერ ჟირინოვსკის, ასევე მსახიობების მიხეილ გალუსტიანის, პავლე ვოლიას და გარიკ ხარლამოვის მიკრობლოგები და მათი მკითხველია. ჰაკერების ინფორმაციით, მედვედევს საიდუმლო ტვიტერი ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების კუთვნილი და ასევე სხვა მიკრობლოგების ფარულად წასაკითხად სჭირდება.
ის, რომ მიკრობლოგი ნამდვილად რუსეთის პრემიერის კუთვნილებაა, „შალტაი-ბალტაის“ წარმომადგენლების თქმით, ეს მედევედევის ოფიციალური ტვიტერის გატეხვისას შეიტყვეს.

წყარო: newsland.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები