ოზურგეთში სკოლის სახურავიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ოზურგეთში, ანასეულის მეხუთე საჯარო სკოლის სახურავიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

არსებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები