პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები