სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 237-მდე გაიზარდა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სირიაში დაღუპულთა რიცხვი 237-მდე გაიზარდა, 639 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელი სირიის სამ პროვინციაში იგრძნეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

ამჟამად უცნობია, სირიაში რამდენი შენობაა დანგრეული. ბაშარ ასადი საგანგებო სხდომას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები