სულ მცირე, 76 დაღუპული და 440-ზე მეტი დაშავებული – თურქეთში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანია დაღუპული და 440-ზე მეტი დაშავებული.

ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამმართველოში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ეპიცენტრი კაჰრამანმარის პაზარჩიკის რაიონი იყო, თუმცა, ბიძგები კიდევ 7 პროვინციაში იგრძნობოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის და მსხვერპლის შესახებ სირიაში. მიწისძვრა იგრძნობოდა ასევე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები