ამერიკა უკრაინის ავიაციას დაეხმარება

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებსა და უკრაინის სამხედრო დელეგაციის წევრებს შორის დღეს ვინიცაში შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრისას ჩატარდა ბრიფინგიც, სადაც მხარეებმა ერთმანეთს ანტიტერორისტულ ზონაში ავიაციის გამოყენების საკითხები გაუზიარეს, განსაზღვრეს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური დახმარების საკითხებიც.
უკრაინაში ამერიკის საელჩოს ატაშემ თავდაცვის საკითხებში ჯოზეფ ჰიკოკსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკვე განიხილება საჰაერო ძალებისთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები