დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ იმსჯელა

თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე, საბურთალოს რაიოონის გამგებლის ინიციატივა საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ მოიწონა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საზოგადოებრივი საბჭოს მიზანია გამგეობის საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ეს ძალიან საინტერესო მექანიზმი ხელს შეუწყობს გამგეობებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.
„ეს იქნება ადრინდელი მართვისგან ტიპიურად განსხვავებული მიდგომა, რაც საინტერესო მექანიზმია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შემუშავდება დებულება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გამგეობებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რომლებიც გამგეობას ამა თუ იმ საკითხებზე საინტერესო რჩევებს მისცემენ, მიაწვდიან ინფორმაციას და გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი უხელმძღვანელებს.
როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, საზოგადოებრივი საბჭოები საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები