გიორგი ვოლსკი: სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო
2014 წლიდან სახელმწიფო არ დათანხმდა სააკაშვილის მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების მფლობელის შემოთავაზებას, რომ გაზრდილიყო ტარიფები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ლევან ჟორჟოლიანის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მას შემდეგ მიმდინარეობს დაპირისპირება.
„სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს გადასცა და გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას დააკისრა, რაზეც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თქვა უარი.